ძებნა

18/12/2012

AUDI-ს ისტორია


1909 წლის დასაწყისში, Horch-Werke-ს პირველი ქარხანასთან უთანხმოების შემდეგ, ავგუსტ ხორხმა(August Horch) სახელი შეუცვალ ათავის საავტომობილო ქარხანას და დაარქვა Audi Automobil-Werke. 1910 წლის შუისთვის ბაზარზე გამოვიდა მისი პირველი ავტომობილი, Audi. ეს ავტომობილი იყო აღჭურვილი 2.6 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, სიმძლავრით 22 ცხ.ძ.

15/12/2012


პირჯვარი
ძველად ჯვარი სირცხვილისა და წამების ნიშანი იყო, ახლა კი დიდებისა და პატივის საგნად იქცა. იმის დასტურად, რომ ჯვარი ნამდვილად დიდებაა, იესო ქრისტეს მოუსმინე: “და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა” (მთ. 17, 5), სადაც იგი დიდებად ჯვარს სახელდებს.
ჯვარი არის თავი ჩვენი ცხონებისა, მიზეზი აურაცხელი სიკეთისა. მისი მეშვეობით ჩვენ, მანამდე ნაძრახნი და განკიცხულნი, ახლა შვილებად ვართ შერაცხილნი; მისი მეშვეობით აღარა ვართ

ათეიზმი – ურწმუნობა თუ მაღალი ინტელექტის გამოვლინება!?


ათეიზმი
საერთოდ ათეიზმი ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ღმერთის გარეშე“, ათეისტები არიან ურწმუნოები (გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართულ ენაში ისინი მოიხსენიებიან ასე და არა უღმერთოები რადგან ეს უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის რწმენას.)ანუ არ სწამთ რაიმე ზებუნებრივი ძალის, ღმერთის და ა.შ.

ეკლესიის სამი ცთუნება 1/2


უმ­თავ­რე­სი სა­კით­ხი, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე დგას – ქრის­ტეს მოძ­ღვრე­ბის და­კარ­გვის საფ­რთხეა. ეკ­ლე­სია, რომ­ლის პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ პატ­რი­არ­ქი, მღვდელ­მთავ­რე­ბი, მღვდლე­ბი და მრევ­ლი, სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ერ მი­სი­ა­ზე, და­სავ­ლე­თის დეგ­რა­და­ცი­ა­ზე, ეკო­ნო­მი­კა­სა და კულ­ტუ­რა­ზე, აფა­სებს სა­ში­ნაო და სა­ერ­თა­შო­რი­სო მოვ­ლე­ნებს, მაგ­რამ ის არა­ფერს ამ­ბობს თა­ვად ქრის­ტე­ზე, იმა­ზე, თუ ვინ არის ეკ­ლე­სი­ის ნამ­დვი­ლი წი­ნამ­ძღო­ლი. სამ­ღვდე­ლო­ე­ბა

ეკლესიის სამი ცთუნება 2/2


 ცთუ­ნე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბით
ბო­ლო, მე­სა­მე, გა­მოც­დაც: „აიყ­ვა­ნა ეშ­მაკ­მა იგი ძა­ლი­ან მა­ღალ მთა­ზე და უჩ­ვე­ნა მას ქვეყ­ნის ყვე­ლა სა­მე­ფო და დი­დე­ბა მა­თი, და უთ­ხრა: ყო­ვე­ლი­ვე ამას მოგ­ცემ, თუ და­ე­ცე­მი და თაყ­ვანს მცემ მე”. მი­წი­ე­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­და­ი­შა­ლა ქრის­ტეს თვალ­წინ. გამ­შორ­დი, სა­ტა­ნა, რად­გან და­წე­რი­ლია: უფალს ღმერთს შენ­სას თაყ­ვა­ნი ეცი და მხო­ლოდ მას ემ­სა­ხუ­რე, – უც­ხა­დებს ქრის­ტე.

სტივენ ჰოკინგი: შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა? 1/2



გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და დღემდე აკონტროლებს მას, დაწყებული ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დამთავრებული ჩვენით?

სტივენ ჰოკინგი: შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა? 2/2



გალილეო თანამედროვე მეცნიერების დამაარსებლად ითვლება, ის ასევე გახლავთ ჩემი ერთ-ერთი გმირი. ჩემს მსგავსად ისიც ფიქრობდა, რომ თუკი სამყაროს უფრო ახლოდან დააკვირდები, დაინახავ, რა ხდება რეალურად. ის იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ მომართა ლინზები, რომლებსაც, ისტორიაში პირველად, შეეძლოთ ღამის ცის გადიდება 20-ჯერ. გალილეომ ლინზები ფრთხილად ჩააწყო ტელესკოპში და მისი სახლიდან, რომელიც ქალაქ პადუაში

“კოსმოსური ცივილიზაციის კვალდაკვალ”



დამეთანხმებით ძალიან საინტერესო თემაა პალეოკონტაქტის თეორია. ზოგს სჯერა უცხოპლანეტელების არსებობა, ზოგიც სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ისეა თუ ასეყველას აინტერესებს. მეც მუდამ მიზიდავდა ეს თემა და ამ დაუოკებელმა ინტერესმა დამაწყებინა

სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 5 ვალკირიები



valkyrieთხოვნის გამო გადავწყვიტე ვალკირიებზე ინფორმაციის მოძიება .მათზე ბევრი ინფორმაცია არაა ინტერნეტ სივრცეში მაგრამ დავწერ იმას რაც გავიგე მათზე.ვალკირიები  ( სკანდინავიურად “valkyrja” რაც მკვდრის არჩევანს ნიშნავს)  ძველი სკანდინავიური მითოლოგიის არსებები არიან. მითების მიხედვით ოდინმა შექმნა 12 ქალი მეომარი. მათი მოვალეობა იყო ვალჰალაში ეცხოვრათ ოდინთან და ომში დაღუპულ მეომრებთან ერთად. ომში დაღუპულ მეომართა ნახევარი ვალკირიებს ვალჰალაში (გარდაცვლილ მეომართა

სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 4 – თორი


Thor
თორი (Þórr, Thor, Thunar, Donar)  არის ჭექა-ქუხილის ღმერთი. ის არის ოდინისა და იორდის (Jord) შვილი. იორდიგანასახიერებს დაუსახლებელ, დაუმუშავებელ პრიმიტიულ მიწის. იგი იყო მთავარი ღმერთის, ოდინის ერთ-ერთი მეუღლე.
თორის მეუღლე იყო სიფი (Sif). ის ოქროსფერ-თმიანი მოსავლისა და ნაყოფიერების ქალღმერთი იყო.

სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 3 – ოდინი


odin
ოდინი(Odin, Óðinn Odhin, Wotan, Wotan, Jolnir) – უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალას მბრძანებელი, სიბრძნის, პოეზიის, მაგიის, ომისა და შუღლის ღმერთი. გარდა ამისა არის სიკვდილის ღვთაებაც. ტევტონურ (ძველ გერმანულ) მითოლოგიაში მსგავსი პერსონაჟი

სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 2 – იოტუნები


img
იოტუნები (Jötun) – სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ

სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 1 სამყაროს შექმნა


imir
თავდაპირველად მხოლოდ უფრსკული გინუნგაგალი იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰემი , ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო – მუსპელჰეიმი მდებარეობდა.ნილსთა სამეფოში გელგერმირმა წყარო

რა არის მითი?


   ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე, მეცნიერებას   ყველასათვის მისაღები პასუხი ჯერ არ მოუნახავს. მკვლევართა უმეტესობა ყველაზე მისაღებად ამგვარ დეფინიციას მიიჩნევს: ”მითი არის განსაკუთრებული (კოლექტიური) მნიშვნელობის მქონე ტრადიციული ამბავი” მასში საკმაოდ ღრმა აზრია ჩადებული. ტრადიციული ამბავი გულისხმობს

13/12/2012

გამონათქვამები!


“ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან იმას, თუ რა დიდი სერიოზულობაა სჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული..”
“ადამიანი ადამიანობის ადამიანობით ადამიანობს…” - გოეთე
“ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს” - სოკრატე
“ძალზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია” - აგატა კრისტი
“მე მიყვარხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ვარ” - გაბრიელ გარსია მარკესი.

ბონი და კლაიდის იარაღი აუქციონზე გაიყიდა


ბონი და კლაიდის იარაღი აუქციონზე გაიყიდა
ცეცხლსასროლი იარაღები, რომელიც ოდესღაც შეყვარებულ-ყაჩაღებს ბონის და კლაიდს ეკუთვნოდა, აუქციონზე გაიყიდა. ნივთები აუქციონზე იმაზე ძვირად გაყიდეს, ვიდრე ორგანიზატორები ვარაუდობდნენ.
ტომპსონის ავტომატი და „ვინჩესტერის“ სისტემის თოფი კანზას-სიტის აუქციონზე გაიყიდა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი დაკიდული ხიდი



მსოფლიოში ყველაზე დიდი დაკიდული ხიდი
მექსიკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი დაკიდული ხიდი ააგეს სახელწოდებით Baluarte Bicentennial. იგი 403 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ერთმანეთთან სინალოასა და დურანგოს შტატებს აკავშირებს. ხიდის მშენებლობას 4 წელი და 159 მილიონი დოლარი დასჭირდა. მის გახსნას

მსოფლიოში ყველაზე დიდი ყველის ტორტი


მსოფლიოში ყველაზე დიდი ყველის ტორტი
46 წლის ბრიტანელმა შეფ–მზარეულმა ტენის პალინმა ყველისგან მსოფლიოში ყველაზე დიდი ტორტი–სკულპტურა შექმნა და გინესის რეკორდების წიგნშიც დაიმკვიდრა ადგილი. მას აღნიშნული „დესერტის“ შესაქმელად ნახევარი ტონა ყველი და 90 საათი დასჭირდა.



ამერიკელმა გოგონამ შენობაზე იქორწინა
ამერიკელმა ვავილონია ალვაზმა სიეტლში 107 წლის წინ აშენებულ შენობაზე იქორწინა. ცერემონიამ წესების სრული დაცვით ჩაიარა. გოგონას თეთრი კაბა ეცვა, „რჩეულს“ აკოცა კიდეც და დაპატიჟებულ 30 სტუმართან ერთად კარგადაც მოილხინა. ალვაზი იმედოვნებს, რომ ამ საქციელით იგი შენობას

სახლი კუპიურებისგან


სახლი კუპიურებისგან
ირლანდიელმა მხატვარმა ფრანკ ბაკლიმ ძველი და უვარგისი ევროებისგან, უფრო კონკრეტულად კი მილიარდ 400 მილიონი კუპიურისგან, 15 სმ სიგრძისა და 5 სმ სიგანის აგურები დაამზადა და სახლი ააშენა. იგი საძინებლისგან, სასტუმრო ოთახისგან და აბაზანისგან შედგება. საცხოვრებლის ასაშენებლად საჭირო „მასალით“ მხატვარი ირლანდიის ცენტრალურმა ბანკმა მოამარაგა.

ლონდონში ცხოველთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა


ლონდონში ცხოველთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
ლონდონში ერთ–ერთი საუნივერსიტეტო კოლეჯის ზოოლოგიის მუზეუმში მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკში მობინადრე ცხოველების, კერძოდ სპილოების, შიმპანზეების, ორანგუტანგებისა და გორილების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა გაიხსნა, რომელიც 9 მარტამდე გასტანს. როგორც ექსპოზიციის ორგანიზატორები აცხადებენ, სპილოებს ძირითადად ხეებისა და ყვავილების ხატვა უყვართ, მაიმუნები კი აბსტრაქციონიზმის მიმდევრები არიან.

ქათმის ფრთების ყველაზე ჩქარი მჭამელი


ქათმის ფრთების ყველაზე ჩქარი მჭამელი
ფილადელფიაში ტრადიციული კონკურსი „Wing Bowl XX“–ი ჩატარდა, რომლის წლევანდელი გამარჯვებულიც იაპონელი ტაკერუ კობაიასი გახდა, მეტსახელად „ცუნამი.“ მან ნახევარ საათში ქათმის 337 ფრთა შეჭამა (სულ 20 ათასი კალორია) და მსოფლიოს ახალი რეკორდსმენიც გახდა (წინა რეკორდი 255 ფრთა იყო). გამარჯვებულს საჩუქრად 20 ათასი დოლარი გადაეცა.

ისრაელში „გოთიკური“ პომიდორი მოიყვანეს


ისრაელში „გოთიკური“ პომიდორი მოიყვანეს
ისრაელში ყოველწლიურ სასოფლო–სამეურნეო გამოფენაზე ადგილობრივმა სპეციალისტებმა შავი პომიდორი წარადგინეს. იგი მეცნირებმა ბაღჩისა და ველური სახეობების შეჯვარებით მიიღეს და მას „შავი გალაქტიკა“ დაარქვეს. სელექციონერთა თქმით, „გოთიკური“ პომიდორი დიდი რაოდენობით C ვიტამინსა და სასარგებლო ანტიოქსიდანტებს შეიცავს.

რეგულარულ ვარჯიშს საძილე აბების ჩანაცვლება შეუძლია


რეგულარულ ვარჯიშს საძილე აბების ჩანაცვლება შეუძლია
ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ღამით უკეთესად რომ გვეძინოს, დღისით კი მხნედ ვგრძნობდეთ თავს, დღეში 150 წუთი მაინც უნდა დავუთმოთ ვარჯიშს. სპეციალისტებმა 18-დან 85 წლამდე ასაკის 2600 ადამიანი გამოკითხეს. გაირკვა, რომ იმ ისინი, ვინც რეგულარულად ვარჯიშობდნენ, ღამით ღრმად ეძინათ, დღისით კი არ უჩიოდნენ მოთენთილობას. მკვლევარები იმასაც კი აცხადებენ, რომ რეგულარულ ვარჯიშს საძილე აბების მაგივრობაც კი შეუძლია გასწიოს.

მუსიკა ტვინს დაბერებისგან იცავს


მუსიკა ტვინს დაბერებისგან იცავს
ამერიკელი მეცნიერების აზრით მუსიკა, უფრო კონკრეტულად კი მუსიკაში მეცადინეობა ტვინს დაბერებისგან იცავს. მათ საკუთარი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ექსპერიმენტი ჩაატარეს. მასში ნორმალური სმენის მქონე 87 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

როგორი პროდუქტების მირთმევა შეიძლება საღამოს 6 საათის შემდეგ


როგორი პროდუქტების მირთმევა შეიძლება საღამოს 6 საათის შემდეგ
ავსტრალიელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ღამით მშვიდად ძილს იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ საღამოს 6 საათის შემდეგ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებს მივირმევთ (გლიკემიური ინდექსი გვიჩვენებს თუ რა გავლენა აქვს ნახშირწყლებს სისხლში შაქრის შემცველობაზე), რადგან მათში ნაკლები ნახშირწყლებია. დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებს მიეკუთვნება ხილი, ბოსტნეული, პარკოსანი მცენარეები, რძის პროდუქტები.
—————————————

თინეიჯერთა ორსულობამ ამერიკაში საგრძნობლად იკლო


თინეიჯერთა ორსულობამ ამერიკაში საგრძნობლად იკლო
თინეიჯერთა ორსულობის მაჩვენებელი ამერიკაში 40 წლის წინანდელ დონეს გაუთანაბრდა, თუმცა შავკანიან და ესპანელ თინეიჯერთა ორსულობის შემთხვევები კვლავ საგრძნობლად მაღალია მათ თეთრკანიან თანატოლებთან შედარებით.
Guttmacher Institute-ის წარმომადგენლებმა შეისწავლეს მთავრობის კვლევა თინეიჯერების სექუალური ცხოვრების, ფეხმძიმობის და მშობიარობის შესახებ. კვლევის თანახმად, ფეხმძიმობის შემთხვევები 15-19 წლის ასაკში 42 პროცენტითაა შემცირებული 22 წლის წინანდელ პიკთან

ყვავილები, ვახშამი და ბოულინგი პატიმრობის სანაცვლოდ


ყვავილები, ვახშამი და ბოულინგი პატიმრობის სანაცვლოდ
ფლორიდის შტატის ერთ–ერთ ქალაქში მოსამართლე ჯონ ჰერლიმ საყოფაცხოვრებო ძალადობაში ბრალდებულ 47 წლის ჯოზეფ ბრეის მეუღლისთვის ყვავილების ჩუქება, რესტორანში დაპატიჟება, შემდეგ კი ბოულინგის სათამაშოდ წაყვანა „მიუსაჯა.“
საქმე ისაა, რომ მამაკაცს ცოლისთვის დაბადების დღის მილოცვა დაავიწყდა. ქალს ეს ძალიან ეწყინა და ჯოზეფს ამის გამო იმდენი უსაყვედურა, სანამ იგი მოთმინებიდან არ გამოიყვანა. მამაკაცმა დივანთან მდგომ მეუღლეს ხელი კრა და მუშტიც მოუღერა, მაგრამ არ დაურტყამს, ცოლმა კი პასუხად პოლიციაში დარეკა.
ბრეი დააპატიმრეს, მაგრამ იმის წყალობით, რომ იგი მანამდე არასდროს ყოფილა ნასამართლევი და მის მეუღლესაც კონფლიქტის შედეგადა არანაირი ტრავმა არ მიუღია, მინიმალური სასჯელით მალევე გაათავისუფლეს.

მსოფლიოში ყველაზე პატარა ყავის მადუღარა


მსოფლიოში ყველაზე პატარა ყავის მადუღარა
იტალიელმა იუველირმა პიეტრო მარმომ ვერცხლისგან მსოფლიოში ყველაზე პატარა ყავის მადუღარა დაამზადა. მისი სიმაღლე 2,5 სმ–ია, აქვს 2 ფილტრი და მასში მხოლოდ 10 წვეთი წყალი ჩადის. ამ მინიატურული ნივთის და სპეციალურად მისთვის პატარა ოქროს ფინჯნის შესაქმნელად მარმოს რამდენიმე თვე დასჭირდა. იუველირს უახლოეს მომავალში ჩაის მინიატურული სერვიზის შექმნაც აქვს განზრახული. ისიც ძვირფასი ლითონისგან იქნება დამზადებული და ძვიფასი ქვებითვე მოირთვება.

20 ნამდვილი ფოტო, რომლებიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა



“ფოტოშოპის” განვითარებასთან ერთად თანდათან ძნელი ხდება გაარჩიო, ინტერნეტში განთავსებული სურათი ნამდვილია თუ გაყალბებული. ყოველ წელს ასობით ფოტო ხდება პოპულარული და უმეტეს შემთხვევაში უტყუარობასთან დაკავშირებით ეჭვები ჩნდება. ქვემოთ მოყვანილი ფოტოები სავსებით რეალურია, თუმცა ვებ-სივრცეში განთავსებისას მათ წარმომავლობაზე დისკუსიები გაიმართა. ეს სურათები

ცხოვრებისეული რჩევები (დალაი ლამა)


1. გაითავისე, რომ დიდი სიყვარულისა და დიდი მიღწევისათვის დიდი რისკის გაღებაა საჭირო.
2.როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.

12/12/2012

იდუმალი ბუდიზმი



ამ პოსტში მე მოგითხრობთ ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი რელიგიის ბუდიზმის შესახებ ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი, ან გაღვიძებულის კანონი), რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI – V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე

დენის ტარზაკის ნამუშევრები



ფიქრობთ რომ ეს ფოტოშოპია? სულაც არა. ეს არის ფრანგი ფოტოგრაფის დენის ტარზაკის ნამუშევრები. იგი მუშაობს პროფესიონალ მოცეკვავეებთან და მათი ოსტატობის მეშვეობით აი ასეთ ეფექტურ ნამუშევრებს ქმნის.

ასტანა – XXI საუკუნის პირველი დედაქალაქი



ასტანა პირველი დედაქალაქია, რომელიც XXI საუკუნეში ააშენეს და ბრწყინვალედ გამოახატავს ახალი მსოფლიო წესრიგის სახეს. ეს ჭეშმარიტად არის ერთი ადამიანის, ყაზახეთის პრეზიდენტის,

11/12/2012

გალაქტიკა


1.სამყაროში არსებობს მილიარდობით გალაქტიკა.თუ გასაოცარი არ არის, იმასაც დავამატებ რომ,თითოეულ გალაქტიკაში არის მილიარდობით ვარსკვლავი.ეს იმას ნიშნავს რომ სულ არსეობობს 10,000,000,000,000,000,000,000 ვარსკვლავი.ალბათ დასაფიქრებელია,შეიძლება თუ არა

ამომავალი მზე


ამომავალი მზე: სურათზე ნაჩვენებია სამი სხვადასხვა, თუმცა მსგავსი ტემპერატურა
ამ კვირაში ჩვენს დედა-ვარსკვლავზე მასიური შტორმები მოხდა, რასაც „ნასადან” აფიქსირებდნენ მაღალი ტექნოლოგიის აპარატებით და რამდენიმე გასაოცარი ფოტოც გადაიღეს. „ნასას” „მზის დინამიკის ობსერვატორიას” შეუძლია, განასხვავოს ტემპერატურის სხვადასხვა დონეები მზის

სპილოები



სპილოებს დიდი ადგილი უჭირავთ პოპულარულ კულტურაში, მათ უკავშირდებათ გარკვეული სახის რელიგიური წარმოდგენები და ხშირად სიბრძნისა და ალტრუიზმის სიმბოლოდ მოიაზრებიან. მიუხედავად ამისა, თუკი ადამიანი ისეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც სპილოს ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ ზოოპარკში, ცირკსა და მსგავს ადგილებში ეძლევა,

ვახტანგ გორგასალი


V საუკუნის პირველ ნახევარში ქართლი ერთადერთი ქვეყანა იყო ამიერ კავკასიაში, სადაც ადგილობრივი მეფის ხელისუფლება ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. V საუკუნეში ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა 7 წლის ვახტანგ გორგასალი. დედა საგდუხტი, ამიერკავკასიის მირზპანის ქალიშვილი იყო. როცა ვახტანგი ტახტზე ავიდა ქართლში ვითარება საფუძვლიანად შეცვლილი

დავით აღმაშენებელი


დავით აღმაშენებელი
1089 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე 16 წლის დავითი ავიდა, რომელსაც შთამომავლობამ აღმაშენებელი უწოდა. ახალგაზრდა მეფეს მხარში ედგა პროგრესულ მოღვაწეთა მთელი დასი, რომელსაც მისი აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცესესი მეთაურობდა. 

ბაბილონის გოდოლი – მითი თუ რეალობა


ბაბილონის გოდოლი – მითი თუ რეალობა
მეცნიერები საკმაოდ დიდხანს თვლიდნენ,რომ გადმოცემა ბაბილონის გოდოლის შესახებ მხოლოდ სიმბოლური ლეგენდა იყო.მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს, ევროპელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გოდოლის ნანგრევები.ბაღდადიდან დაახლოებით ას კილომეტრზე,მრავალი საუკუნის განმავლობაში აღმართულიყო ბორცვები ბრტყელი თავებით და დაქანებული ფერდობებით.ადგილობრივი მცხოვრებნი მათ ბუნებრივი რელიეფის ნაწილად

როგორ წარმოიშვნენ სომალელი მეკობრეები


სომალელი მეკობრეები ამერიკულ ხომალდს თავს დაესხნენ!
სომალელმა მეკობრეებმა გერმანელი მეზღვაურები გაძარცვეს!
სომალელმა მეკობრეებმა რუსი მეზღვაურები დაატყვევეს!
სომალელ მეკობრეებს ტყვედ ქართველი მეზღვაურები ჰყავთ!
ასეთი შეტყობყობინებები მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების მიერ სისტემატიურად გადაიცემა, ტერმინი

ტამპლიერები


ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes commilitones Christi Templique Solomonici), ასევე ცნობილი როგორც ტამპლიერები ან ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple ან Templiers), იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის.[1] ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის

ასასინები


ასასინები (არაბ. حشيش‎‎, ḥašīš — სამკურნალო ბალახი, მცენარე, კანაფი; მრავლობითი ფორმიდან ჰაშიშიინ) — სამხედროისმაილიტური სექტა შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთში. ისინი ევროპაში ცნობილნი გახდნენ ჯვაროსანი მოლაშქრეების ჩანაწერებიდან და მოგვიანებით მარკო პოლოს მოგზაურობიდან. მათი

უილიამ უოლსელი


მინდა შემოგთავაზოთ დიდი შოტლანდიელი გმირის, უილიამ უოლესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოკლე მიმოხილვა.
უილიამ უოლესი (დაახლ. 1270 – ლონდონი, 25 აგვისტო,1305) – შოტლანდიის ეროვნული გმირი, რაინდი და მხედართმთავარი, აჯანყების წინამძღოლი ინგლისისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მიმდინარე ომში. შოტლანდიის მცველი(რეგენტი) 1297-1298 წლებში. უილიამ უოლესი ღარიბი შოტლანდიელი რაინდის სერ მალკოლმ უოლესის, ლორდ ჯეიმს სტიუარტის ვასალის უმცროსი ვაჟი იყო. 1296 წელს ინგლისის მეფე ედუარდ I გრძელფეხება შოტლანდიაში შეიჭრა და ეყრდნობოდა რა პროინგლისური პარტიის ბარონების მხარდაჭერას, დაიპყრო მთელი ქვეყანა.

წამების უსაშინლესი მეთოდები შუა საუკუნეების პერიოდში



მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ მრავალი სასარგებლო რამ გამოიგონა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და სიცოცხლის დასაცავად, ისტორიაში შავი წერტილებიც მრავლადაა. შუა საუკუნეებში სხვადასხვა მეთოდებით წამება აქტიურად გამოიყენებოდა კრიმინალთა და არასასურველ ადამიანთა დასასჯელად თუ გამოძიებისთვის, მათი მეშვეობით ავრცელებდნენ ძალაუფლებას და ნერგავდნენ შიშს რიგით მოკვდავებში. მიუხედავად

08/12/2012

ნენსი ფაუსტის კრეატივი


სოციალიზმის ადამიანური სახე


პრაღის გაზაფხული
ვინ არიან რუსები ჩეხებისთვის? ძმები თუ მეგობრები? რა თქმა უნდა ძმები, რადგან მეგობრებს ირჩევენ, ძმებს კი არა – ეს ანეგდოტი, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის ბოლოს გავრცელდა, ზუსტად გამოხატავდა ჩეხების დამოკიდებულებას საბჭოთა ოკუპაციის მიმართ. ოპუკაცია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმისთვის ადამიანური სახის მიცემა

ადამიანი, რომელმაც შექმნა ფაშიზმი2/2



მუსოლინის პოლიტიკით დაინტერესება ჯერ კიდევ გიმნაზიიდან დაიწყო. მამის მსგავსად იგი სოციალისტური პარტიის წევრი გახდა და ფორლის ადგილობრივი პარტიული გაზეთისთვის პოლიტიკურ სტატიების წერდა. 1901 წელს ბენიტომ უმცროსი კლასების მასწავლებლის დიპლომი აიღო და სამუშაოდ სოფელ პიევე-სალიჩეტოში მოეწყო. პირველ პარტიულ ორგანიზაციას სწორედ ამ სოფელში ჩაუდგა სათავეში. ბენიტო სოფლის სოციალისტური პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა.

ადამიანი, რომელმაც შექმნა ფაშიზმი1\2


“თუ მე წინ მივდივარ, უკან მომყევით! თუ მე გიღალატეთ, მომკალით! თუ მე მომკლეს – შური იძიეთ!”
ბენიტო მუსოლინი
ბენიტო მუსოლინი თაყვანისმცემლებისთვის ბელადს და ზეარსებას წარმოადგენდა, რომლისთვისაც მიწიერი სისუსტეები უცხო იყო. მაგრამ პროპაგანდის მიერ შექმნილი ამ მონუმენტური ფასადის მიღმა, ჩვეულებრივი მოკვდავი იდგა. მას ძლიერ სურდა, რომ ისტორიაში უდიდესი ადამიანის სახელით შესულიყო. იგი ყველაფერს აკეთებდა, რათა კაცობრიობის მეხსიერებაში ოქროს ასოებით

03/12/2012

სამყაროს აღსასრული და ბიბლია





ალექსანდრე დვორკინი

ფილოსოფიის დოქტორი, ღვთისმეტყველების კანდიდატი, 
წმ. ირინეოს ლიონელის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი.
ჟურნ. журнал „Фома“, № 2 (19), 2004.

სამყაროს აღსასრული და ბიბლია  

მომაკვდავი მასონის აღსარება



სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვულმა ნავთობბარონმა და "თავისუფალმა ქვისმთლელმა" ერთ პასტორს 2011 წლის დასაწყისში აღსარება ჩააბარა. ის ამბობს, რომ ჩინეთი დაიკავებს წამყვან ადგილს მსოფლიოში და უახლოეს მომავალში აშშ-ს ჩაენაცვლება.   მსოფლიოს ჭეშმარიტი მმართველები დღემდე

02/12/2012


თუ გსურთ, ასაკმა ნაკლებად დააჩნიოს კვალი თქვენს გარეგნობას, დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული განწყობა და ენერგია, ამაზე გამუდმებით უნდა იზრუნოთ. რა აძლევს ადამიანს ძალას, დარჩეს სულით ახალგაზრდა? უნიკალური რეცეპტი არ არსებობს. ზოგისთვის ეს სიყვარულია, ზოგისთვის – თვითსრულყოფის შესაძლებლობა. და მაინც, არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომლებიც ახალგაზრდობის შესანიშნავ ხანას გაგიხანგრძლივებთ.

პირველად იყო… ნაწილაკი, რითაც შეიქმნა სამყარო


პირველად იყო... ნაწილაკი, რითაც შეიქმნა სამყაროკაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა


ცერნის ლაბორატორიამ ჰიგსის “ღვთიური” ნაწილაკი 40 წლის შემდეგ

01/12/2012

ლუდი საქართველოს მთის წმინდა სასმელი

ლუდი საქართველოს მთის წმინდა სასმელი
თრიალეთის ყორღანზე, გასული საუკუნის 30-იან წლებში აღმოჩენილმა ქართული ჭედური ხელოვნების შედევრმა, ვერცხლის თასმა მრავალკომპოზიციანი სიუჟეტით, ჩვენი შორეული წინაპრის თანაზიარობა ძველი აღმოსავლეთის მაღალ ხელოვნებასა და რელიგიასთან კიდევ ერთხელ დაადასტურა.
თასზე შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა წმინდა სასმელით, ის ძვ.წ. XVIII-XVII საუკუნეების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობებზე მნიშვნელოვან მინიშნებებს შეიცავს.