ძებნა

15/12/2012

სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 2 – იოტუნები


img
იოტუნები (Jötun) – სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ
განსაკუთრებული ძალით და სიდიდით და იყვნენ ასთა მოწინააღმდეგები და ხალხის მტრები. იოტუნების მეორე სახელია : გრიმტურსენები. ისინი განასახიერებდნენ სტიქიურ ძალებს. მათი ნაწილი ცხოვრობდა ქვის მთებში, ითვლებოდა რომ გრიმტურსენებს ქვის თავი და გული აქვთ. იოტუნების გარდა, ლეგენდებში მოხსენიებულნი არიან სხვა ტურსები(გიგანტები)
გიგანტ-იოტუნთა სია:
იმირი – პირველი გიგანტი
ანგრბოდა – გიგანტი ქალი, რომელმაც ლოკისგან სამი ურჩხული დაბადა : იორმუნგანდი – ზღვის დიდი გველი,


ფენრირი – მგელი-გიგანტი და ცისფერ-თეთრი სიკვდილი – ჰელი.
ბაუგი – გილინიგის შვილი, გუტუნის უმცროსი ძმა. ბაუგი ოდინს დაეხმარა “პოეტური თაფლის” მოპოვებაში.


ბილეისტი – ლოკის ძმა.

ბილინგი – რინდის მამა.
ვაფტრუნდირი – გიგანტი, რომელმაც ოდინს სიბრძნეში შეეჯიბრა.

გერდი – ფრეირის ცოლი.
გილინგი – გიგანტი, რომელიც მოკლული იქნა “პოეტური თაფლის” გამო ფიალიარის და გალიარის მიერ.
ჰიმირი – გიგანტი, რომელიც თორთან ერთად გაემგზავრა გველ იორმუნგანდის “დასაჭერად”.
გიროკინი – გიგანტი ქალი, რომელმაც ასებს დაეხმარა ბალდრის გასასვენებელი გემის ზღვაზე გაშვებაში.
ბალდრი (ბალდერი ( Balder)), სინათლისა და გაზაფხულის ღმერთისკანდინავიურ მითოლოგიაში. ოდინისა და ფრიგის ძე. მისი სიკვდილი ღმერთების (ასების) და მთელი სამყაროს დაღუპვას მოასწავებდა, ამიტომ დედა – ფრიგი ყველაფრისაგან იცავდა, მხოლოდ ფითრი გამორჩა მხედველობიდან. ამით ისარგებლა ასების მტერმა ლოკმა, ფითრის რტოსგან ხელშუბი გააკეთა, წყვდიადის ბრმა ღმერთს ჰედრს გადასცა და ასპარეზობის დროს ისე მიმართა მისი ხელი, რომ ჰედრმა ბალდრი განგმირა. მითური გადმოცემით, ბალდრი მკვდრეთით აღდგება ხოლმე განახლებულ სამყაროსთან ერთად
გრიდი - ქალი-გიგანტი. მან ოდინს ვაჟი, ვიდარი , გაუჩინა. ეხმარებოდა თორს.ლოკი – იოტუნი ცეცხლის ღვთაება. იგი მოუხმობს რაგნაროკს და სამყაროს დასასრულს.მანი – მთვარის ღმერთი – ვარსკვლავების მმართველი.
მოდგუდი – ქალი-გიგანტი, ჰელის მოსამსახურე.
მიმირი – იგდრასილის ფესვებთან არსებული სიბრძნის წყაროსბრმა დარაჯი.

მოკურკალფი – რუნგნირუს დასახმარებლად გიგანტების მიერ თიხისგან შექმნილი მთაკაცი. იგი თორის დამხმარემ,ტიალფიმ, მოკლა.
მუნდილფორი – მანის და სოლის მამა. სიამაყის გამო დაისაჯა ასების მიერ.
ნარფი – ნოჩის(Nótt) მამა.
რანი – ეგირის ცოლი. მეუღლეს ჩაძირული ხალხის გვამების შეგროვებაში ეხმარება.რინდი – ვალის დედა.


სკიმირი – გოლიათი, რომელიც თორს შეხვდა უტგარში მოგზაურობის დროს.
სნიორი – გიგანტი. თოვლის მოსვლის მახარობელი.
სოლი(სული, სუნა) – მზე, თვე მანის და.
ტრიმი – ტრიმმა თორის ურო მოიპარა.
ტოკი – ქალი-გიგანტი. ლოკმა ტოკის გარეგნობა მიიღო, რათა არ დაეშვა ბალდარის მკვდართა სამეფოდან დაბრუნება.
ფარბაუტი – ლოკის მამა.
ფაილიარი – გიგანტი, რომელიც რაგნაროკის დასაწყისს გამოაცხადებს.
ჰელი – გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი, ლოკის შვილი.
ხროდი – ჰიმირის მეუღლე.
ხრესვლეგრი(Hraesvelgr) – ქარის მბრძანებელი.

ეგირი(Agir) – ზღვის გიგანტი, ზღვათა მფლობელი, ასების მეგობარი.
ელი – ქალი-გიგანტი. თორს აიძულა მუხლის მოდრეკა მათი შერკინების დროს.
იარნსაკსა – თორის საყვარელი. თორის ვაჟის, მაგნის, დედა.

No comments:

Post a Comment